საქართველოს ეროვნული სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით სოფელ
მოწამეთაში ბზის ხეების შეწამვლა იგეგმება
როგორც სატყეო დეპარტამენტის პრესსამსახურში "ქუთაისიპოსტს"
განუმარტეს, მოწამეთაში მდინარე წყალწითელას ხეობაში ბზის ხეები
ორშაბათს, ან სამშაბათს შეიწამლება.
"კლიმატური პირობებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ხეობაში ბზის
კორომებთან არაა სამანქანო გზა, შეწამვლა განხორციელდება ერთი
მისადგომიდან, საიდანაც აეროზული შესხურებით მოხდება ბზის კორორომების
დამუშავება," - აცხადებენ საქართველოს ეროვნული სატყეო
დეპარტამენტში.
მათვე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეტყევეები ხეობის სხვა მისადგომების
შერჩევაზეხ მუშაობენ, რადგან ბზის ხეების სრულყოფილი დამუშავება
მოხერხდეს.
სოფელ მოწამეთასა და სამონასტრო კომპლექსის
მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ბზის ხეები
ხმება, რის გამოც მიმდინარე კვირას ადგილობრივებმა და მოწამეთის
მონასტრის სამღვდელოებამ ხელისუფლებას ყურადღებისკენ მოუწოდა.
მოწამეთაში არსებული კოლხური ბზა მცენარეთა წითელ ნუსხაშია შესული
მისი უნიკალურობიდან გამომდინარე.
ბზის მარადმწვანე ხეები მოწამეთაში საუკუნეების მანძილზე ხარობს.
მასალის გამოყენების პირობები