"სმენა
გადავაბარეთ და არ ვიცოდით წყალი იყო თუ არა შიგნითო".
ზესტაფონში, ე.წ. შავ ბაზარში გაჩენლი ხანძრის შედეგად დაზარალებული
მოვაჭრეების განმარტებით, ყველაფერი არ განადგურდებოდა,
სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადა დროზე რომ მოსულიყო.
ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურის ზეტაფონის ორი ბრიგადა
დაგვიანებით მოვიდა და ადგილზე მისულს წყალი არ ჰქონდათ.
"მოვიდა ზესტაფონის ორი სახანძრო, ერთს წყალი არ ჰქონდა. სმენა
გადავაბარეთ და არ ვიცოდით წყალი იყო თუ არა შიგნითო. სანამ
ქუთაისიდან და თერჯოლიდან ჩამოვიდა ბრიგადები, მანამდე კი
გადაიწვა ყველაფერი. რაც გადარჩა, ისიც მოიპარეს",-ამბობს ერთ-ერთი
მოვაჭრე თამარა ხუციშვილი.
"მაგ დროს
ვინ რას გაიგებს, გვეუბნებოდნენ გეხმარებითო და შპალიერებს
მიარბენინებდნენ თურმე სახლში. დროულად რომ მოსულიყო
სახანძრო, ასეთი რამ არ მოხდებოდა - აცხადებენ დაზარალებულები.
საგანგებო სამაშველო სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ გამოძახებიდან 5
წუთში სამაშველო სამსახური ადგილზე იყო.
"რასაკვირველია, 15-ვე ერთდროულად ვერ მივიდოდა. თუმცა, რომელიც იყო
ტერიტორიულად უფრო ახლოს, ის ნამდვილად მივიდა გამოძახებიდან
ხუთ წუთში. ამიტომ ამ ბრალდებას ვერ მივიღებთ, რადგან უსაფძვლოა. არის
შემთხვევები, როცა შეიძლება დაგვიანდეს მისვლა, მაგრამ
ზესტაფონის შემთხვევაში ასე არ მომხადარა", - განმარტავენ საგანგებო
სამაშველო სამსახურში.
ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორია
1000 კვ მეტრეზე იყო განთავსებული, რაც 2 აგვისტოს გაჩენილმა
ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ბაზარში სულ 85 ინდ. მეწარმე იყო
დასაქმებული. ხანძრის შედეგად კი 40 მეწარმის ტანსაცმელი
მთლიანად, ხოლო დანარჩენების ნაწილობრივ დაიწვა. ბაზრის
მეპატრონის ცეზარ მაღლაკელიძის განმარტებით,
სასაქონლო ზარალი 1 700 000 ლარს შეადგენს,
ხოლო შენობა ნაგებობის დაახლოებით ნახევარ მილიონს. მეპატრონის
ვარაუდით,
ხანძარარი შეგნებულად გააჩანიეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები