"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის სამ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის
კანდიდატები წარადგინა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარობისთვის აკაკი
ბობოხიძე და გია თევდორაძე და გიგი წერეთელი იბრძოლებენ.
აკაკი ბობოხიძე სხვადასხვა წლებში 4 ჯერ იყო პარლამენტის წევრი.
ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში იყო წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი.
2005 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით და 2006-2008 წლებში
იმერეთის გუბერნატორის სავარძელს იკავებდა.
გიგი წერეთელი გია თევდორაძის მსგავსად, საქართველოს
მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრია. თევდორაძეს 2009-2012 წლებში
ქუთაისის მერის პოსტი ეჭირა.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებზე ქუთაისის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა
"ქართულმა ოცნებამ" , "საქართველოს
პატრიოტთა ალიანსმა" ,
ალასანაის პარტიამ და პოლიტიკურმა
მოძრაობამ "
ახალი საქართველო".
მასალის გამოყენების პირობები