გია თევდორაძე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ქუთაისის
ერთ-ერთ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს, აცხადებს, რომ 8 ოქტომბერი
ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გადაქცევის დღეა.
"დღეს, ამ ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ბრძოლაში, როდესაც
საქართველო სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს რუსი ოლიგარქის
არაფორმალური მმართველობისაგან და მეხუთე კოლონის დანაშაულებრივი
ქმედებებისაგან. როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვევს ჩვენი
არჩევანი ევროატლანტიკურ სამყაროში ინტეგრაციაა თუ საბჭოურ უკუნეთში
დაბრუნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ქუთაისის ბედიც -
იქნება ის საპარლამენტო დედაქალაქი თუ დარჩება უპერსპექტივო, მუდამდღე
სტატუსის მომლოდინე ისტორიული ქალაქად. სწორედ ამიტომ არ მაქვს
სხვაგვარი უფლება გარდა იმისა, რომ კვლავ ვიყო ბრძოლის ავანგარდში.
რათქმაუნდა, ჩემი მეგობრებისა და თანაგუნდელების გვერდით.
განუზომლად დიდია პასუხისმგებლობა, ვიყო ჩემი გუნდის წევრი და საოცრად
დიდია პატივი წარმოვადგენდე ქუთაისს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოში. მაგრამ მაქვს ჩემი თანამოქალაქეების გონიერებისა და
თამოაზრეებისა და თანაგუნდელების პრინციპულობისა და ბოლომდე გვერდით
დგომის იმედი.
სწორედ ამიტომ, წარმატებისა და გამარჯვების ღრმა რწმენით, ქუთაისს
საკუთარ კანდიდატურას ვთავაზობ.
შესაძლოა, ეს ერთგვარი სითამამაცეაა. თუმცა, ვფიქრობ რომ დღეს ზედმეტი
თავმდაბლობისა და არიერგარდში დგომის დრო აღარაა.
წინ დიდი ბრძოლაა! 8 ოქტომბერი საქართველოს გამარჯვების დღეა!
8 ოქტომბერი ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქად გადაქცევის დღეა!," -
აცხადებს გია თევდორაძე.
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის სამ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატების
კანდიდატებს დღეს 19 საათზე წარადგენს. უკვე ცნობილია, რომ გია
თევდორაძესთან ერთად, პარტია კანდიდატად აკაკი ბობოხიძეს და გიგი
წერეთელს დაასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები