ქუთაისში, სუპერმარკეტ "ფუდმარტის" წინ არსებულ ავტოსადგომზე გზის
საფარის მოწესრიგება დაიწყო.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გზის საფარი ქუთაისის ყველა უბანში
ეტაპობრივად მოწესრიგდება.
"პირველად "ფუდმარტის" წინ შეკეთდება დაზიანებული გზის საფარი,
მოხდება აფრეზვა და ერთი ფენა ასფალტის დაგება"- აცხადებენ ქუთაისის
მერიაში.
ქუთაისში
ორმოული შეკეთების მესამე ეტაპი დაიწყო, რისთვისაც 151 000
ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია
შპს"დაგი +" ახორციელებს.
ამავე
თემაზე:
დანგრეული გზა ავტოსადგომზე ქუთაისში (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები