ახალი ამბები
ქუთაისში აქციებით იმუქრებიან
FaceBook
ქუთაისში, ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილი მაღლივი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"მერიიდან მშენებლობის ნებართვა თუ გაიცემა, ვაანონსებთ რომ აქციებს მივმართავთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტი არ განხორციელდეს,"- ამბობენ ასათიანის ქუჩის მცხოვრებლები.

ადგილობრივების თქმით, ასათიანის ქუჩა N19-ში კერძო სახლის დემონტაჟს და მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის დაწყებას შპს "აღმაშენებელი ქუთაისი" გეგმავს.

"შემთხვევით გავიგეთ, რომ სახლის მეპატრონე მშენებელი კომპანიის წარმომადგენელია. როგორ შეიძლება მჭიდროდ დასახლებულ უბანში, კერძო სახლებს შორის ასე უბრალოდ და ჩუმად, მოსახლეობის აზრის უკითხავად, გაჩნდეს მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის გეგმა. ეს უსამართლობაა და ვიმედოვნებთ, მერია მხარს დაგვიჭერს," - ამბობენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ ასათიანის ქუჩა N19- ში მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული.
"საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ წარმოებაშია," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ასათიანის ქუჩაზე მცხოვრებლებთან შეხვედრას მიმდინარე კვირაში გეგმავენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.