20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისში პროექტი ,,კინო-სკოლა ქუთაისელი
ახალგაზრდებისათვის" ჩატარდება. საამისოდ მერიამ ტენდერი გამოაცხადა,
სადაც წინადადებების მიღება უკვე დასრულდა.
ელექტრონულ შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა თბილისურმა
ორგანიზაციამ ასოციაცია "სინერამამ" მიიღო, რომელიც სამუშაოს 11.250
ლარად შეასრულებს.
ტრენინგი 6 დღიან სასწავლო კურსს და პრაქტიკულ სამუშაოს - ორი
მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას გულისხმობს. მონაწილეთა ასაკი უნდა
იყოს 14-17 წელი, რაოდენობა - 25.
მათ მეცადინეობას ჩაუტარებს 6 ტრენერი - კინოს ისტორიაში,
კინოწარმოებაში, მხატვრული და დოკუმენტური კინოს დრამატურგიაში,
რეჟისურასა და მონტაჟში. ასევე წაეკითხებათ ლექცია კინო-საოპერატორო
ხელოვნებაში, კინოაპარატურაში, კინოსა და კულტურის მენეჯმენტში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კინო-სკოლის მიმდინარეობისას
მოწვეული იქნება ორი საპატიო სტუმარი (სპეციალისტი), სასწავლო
პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით.
თითოეული სტუმარი უნდა იყოს მოქმედი კინომატოგრაფისტი, რომელიც
ჩაატარებს მასტერკლასს კინო-სკოლის მონაწილეებისათვის.
სკოლის ფუნქციონირების ბოლო ფაზაში მონაწილეები ორ ჯგუფად გაიყოფიან
და თეორიულ სასწავლო პროცესში მიღებული უნარ-ჩვევებით გადაიღებენ ორ
მოკლემეტრაჟიან ფილმს. თითოეული ფილმის ხანგრძლივობა უნდა იყოს
მინიმუმ 7 წუთი, რომლის თემატიკა შეთანხმდება ქუთაისის
მერიასთან.
მასალის გამოყენების პირობები