ახალი ამბები
დღეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს დღეს კოლეგები იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. საკრებულოს სხდომა  10: 00 საათზე არის ჩანიშნული.

ინგა მაღრაძე საკრებულოში "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მართულია.

"მე არ ვაპირებ წასვლის შესახებ განაცხადების დაწერას, რადგან, ჩემი კოლგებისგან განსხვავებით სხვა ხედვა მაქვს. თუკი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ამის შედეგასაც მოიმკიან არჩევნებზე", - აცხადებს ქუთაისიპოსტათან საუბარში ინგა მაღრაძე.

მისი თქმით, ხარაგაულის საკრებულოში მიმდინარე პროცესები ცნობლია პარტიის ლიდერებისთვისაც. როგორც მაღრაძე ამბობს, მის მხარდასაჭერად "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე საკრებულოს სხდომას დაესწრება.

საკრებულოს 35 წევრიდან თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ხელს 20 დეპუტატი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ მათი იმედი მაღრაძემ არ გაამართლა, რის გამოც ის უნდა გადადგეს.

"მათ არ სურთ "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე. ამის გარდა, უნდათ საარჩევნო კამპანია ადმინისტრაციული რესურის გამოყენებით წარმართონ. ბუნებრივია, რომ არ აწყობთ ჩემი თავმჯდომარეობა უკვე", - აცხდებს ინგა მაღრაძე. 

გადაყენების შემდეგ თუ ვინ დაიკავებს ინგა მაღრაძის პოსტს საკრებულოში ამას დეპუტატები არ აკონკრეტებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ მომავალი თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" იქნება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.