რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის
მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში
მოსახვედრად ვადა 1 აგვისტომდე აქვთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეკომენდაციით, ასეთ მოქალაქეებს მეორე
დღეა ემსახურებიან იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი
ცენტრები.
შაბათ-კვირის მიუხედავად, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ამომრჩევლებს,
შესაძლებლობა აქვთ საკუთარი თავი ერთიან საარჩევნო სიაში
დაარეგისტრირონ.
ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში
მონაწილეობისთვის დროულად გაიარონ რეგისტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები