სოფელ კინჩხაში, მდინარე ოკაცეზე არსებულ ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა
მოწესრიგდება.
შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
დაგეგმილია გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის
საფარით მოპირკეთება, რომელსაც შპს "ჯ და ჯ" 1 411 000 ლარად
ახორციელებს.
სამუშაოები საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. პროექტის
ფარგლებში უკვე აშენდა ხიდი.
გზის მოასფალტება აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები