ქუთაისის მერიამ ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელების გარე
ვაჭრობის უფლება 95 მსურველიდან 86-ზე გასცა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, დანარჩენს უარი
იმის გამო ეთქვა, რომ შეუსაბამო ადგილას ითხოვნდნენ გარევაჭრობის
ნებართვას.
ნებრთვების გაცემა ქუთაისის საკრებულოს გასულ წელს მიღებული "ქუთაისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის რეგულირების წესისა და
გარევაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ" დადგენილებით
განისაზღვრება. ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება გარევაჭრობის საფასურის
დადგენაც.
კერძოდ, 1 კვ.მ-ზე ნაყინით, ლუდით, გამაგრილებელი და გაზიანი
სასმელებით გარევაჭრობის ღირებულება თვეში 30 ლარია, საზკვების
ობიექტის წინ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის (საჩრდილებელი
ქოლგა, მაგიდები, სკამები) - საფასური 1კვ მ-ზე თვეში 5 ლარს შეაგდეს,
ხოლო 40 ლარია გათვალისწინებული 1 კვ.მ-ზე ყველა სახის
სწრაფი გადახდის ავტომატების, ატარქციონების და სხვა აპარტების
განთავსებისთვის.
შესაბამისი
სამუშაოები უკვე დაწყებულია.
დაგეგმილია
გზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით
მოპირკეთება, რომელსაც შპს "ჯ და ჯ" 1 411 000
ლარად ახორციელებს.
სამუშაოები
საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე
აშენდა ხიდი.
გზის
მოასფალტება აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები