იმერეთის მუნიციპალიტეტებში რიოს ოლიმპიადის მონაწილე ქართველ
სპორტსმენთა მხარდამჭერი აქტივობები დაიწყო.
"ვგულშემატკივრობ საქართველოს'' - ასე ქვია "რიო 2016"–ის
გულშემატკივრობის და მომზადების პროცესს, რომლის ფარგლებში რამდენიმე
ღონისძიებაა დაგეგმილი.
მხარის ყველა მუნიციპალიტეტში ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით
სპორტსმენთა გასამხნევებლად გულშემატკივართა კლუბებიც შეიქმნება.
იმერეთიდან ოლიმპიადაზე სამი სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ტალახაძე -
საჩხერე (ძალოსნობა), იაკობ ქაჯაია - წყალტუბო (ბერძნულ-რომაული
ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე - ქუთაისი (ფარიკაობა).
რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადა მარაკანას მოედანზე 5 აგვისტოს
გაიხსნება და 26 აგვისტოს დასრულდება, სადაც საქართველოს სახელით,
სპორტის 13 სახეობაში, 39 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები