ახალი ამბები
მწერალთა სახლის შენობას ქუთაისის მერია აუქციონზე გასატანად ამზადებს
FaceBook
ქუთაისში, მწერალთა სახლის შენობა, სადაც რამდენიმე დღის წინ ცეცხლი გაჩნდა, შესაძლოა გასხვისდეს. ადგილობრივი თვითმმართველობა ობიექტს აუქციონზე გასატანად ამზადებს.

გრიშაშვილის ქუჩა #4-ში არსებული ორსართულიანი ამორტიზებული შენობა ქუთაისის მერიის საკუთარებაშია. ადგილობრივ თვითმმართველობას ქონება, მათი მიმართვის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროსგან რამდენიმე თვის წინ გადაეცა.

ქუთაისის მერის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში - კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ ადგილი კომერციული თვალსაზრისით სტრატეგიული ობიექტია.

"არ დაველოდებით კონკრეტული პირის დაინტერესებას. მოვამზადებთ საკითხს და აუქციონზე გავიტანთ, დროებით საკუთარებაში გადასაცემად ან პირველ რიგში გასხვისების მიზნით", - ამბობს კოტე ქავთარაძე, რომელიც ირწმუნება, რომ ამ დროისთვის კონკრეტული ინვესტორი არ ჰყავთ.

მწერალთა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თემურ ლანჩავას თქმით, გრიშაშვილის ქუჩაზე ორგანიზაცია დაახლოებით 50 წელია ფუნქციონირებს. მანამდე იქ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე იყო განთავსებული.

დღეის მდგომარეობით მწერალთა კავშირს რამდენიმე ოთახი აქვს დაკავებული. შენობის ნაწილი სხვადასხვა ორგანიზაციაზე იჯარით არის გაცემული, ხოლო დანარჩენი ფართი დაკეტილია.

შენობის გასხვისების შემთხვევაში, მერის მოადგილის თქმით, შესაძლოა ინვესტორს ხელშეკრულებაში პირობა ჩაუდონ, იქ განთავსებულ ორგანიზაციებს რაღაც კუთხე მოუძებნონ ან მონაცვლეობა გაკეთდეს.

მწერალთა კავშირის შენობას ბოლო 30 წელია რემონტი არ ჩატარებია. მერის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარებაში არსებულ ქონებას ვერ გაყიდიან, ობიექტის რეაბილიტაციას თავად მოახდენენ.



შენობის გასხვისების საკითხი ქუთაისის მერიაში მას შემდეგ გააჟღერეს, რაც იქ რამდენიმე დღის წინ (20 ივლისს) ცეცხლი გაჩნდა.

მეორე დღეს, ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თემურ ლანჩავა ქუთაისის მერის მრჩევლად დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება 13 ივლისით არის დათარიღებული.

რაც შეეხება ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არც დაუწყია.

როგორც შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, სამართალდამცავებმა ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, არ დაწყებულა გამოძიება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.