ქუთაისსა
და ხონში არსებულ მცირე საოჯახო სახლების 15–დან 18 წლამდე
ბენეფიციარებს ფინანსური დახმარება გაეწიათ.
"იზრუნე მომავალზე" – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც კომპანია
"ნატახტარი" არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი სახლი –
საქართველოს"–თან ერთად 2011 წლიდან ახორციელებს.
სატრანსპორტო ხარჯებისა და ბინის ქირის საფასური, სწავლისა და მართვის
მოწმობის დაფინანსება, ანაზღაურებადი სტაჟირება – ძირითადად, ამ ტიპის
დახმარება გაეწიათ მიმდინარე წელს მცირე საოჯახო სახლების 23
ბენეფიციარს ქუთაისსა და ხონში.
მოზარდებისთვის განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის
5 წლიანი ანგარიში, პროეტის ხელმძღავნელებმა ქუთაისში, დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში წარმოადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები