დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი 2016 წლის 8 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსნა.
მისი ჩამოყალიბების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებას დისკუსიებისა და
შეხვედრებისთვის თავისუფალი სივრცე მიეცეს.
"მედიაცენტრი მოქალექეებს , ჟურნალისტებს, არასამთავრობო
ორგანიზაციებს , მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს
უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს შესთავაზებს ინფორმაციის
გავრცელებისთვის," - აცხადებს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრის კოორდინატორი, ქეთი ციბაძე.
მისი თქმით, მედიაცენტრში მოეწყობა ბრიფინგები და დებატები, ასევე
ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია
მიეწოდება.
"არჩევნების დღეს მედიაცენტრში ჩატარდება სადამკვირებლო მისიებისა და
ორგანიზაციების ბრიფინგები, ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკური
პარტიებისთვის და ა.შ" - აცხადებენ მედიაცენრტში.
მედიაცენტრი მიმდინარე წლის ივლისიდან-დეკემბრამდე, ორშაბათიდან
შაბათის ჩათვლით, 10-19 საათამდე იმუშავებს, უშუალოდ კენჭისყრის დღეს
კი საარჩევნო უბნების გახსნამდე ამოქმედდება.
მედიაცენტრები, ასევე, საქართველოს ცხრა ქალაქში (ახალციხე, ბათუმი,
გორი,ზუგდიდი, თელავი, მარნეული,ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო) არსებულ
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები