ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს არასამთავრობო ორგანიზაციები 29 ივლის
12:00 საათზე კაფე-ბარ "არგოს" მშენებლობის საკითხზე, დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში, მრგვალ მაგიდასთან ეპატიჟებიან.
საკრებულოს 25-ვე წევრი ათი არასამთვრობო ორგანიზაციის პერსონალურ
მოწვევას წერილობით დღეს მიიღებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ კაფე-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებულ საპროტესო
ღონისძიებებს, სანამ აღნიშნული საკითხი არ იქნება დარეგულირებული
და გადაწყვეტილი კანონის შესაბამისად", - ნათქვამია არასამთავრო
სექტორის მიმართვის წერილში.
"არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ვერ ვხედავ საწინააღმდეგოს
ვერაფერს. მაგენი არიან შარზე და რა უნდათ ვერ გავიგე", - ამბობს
უმრავლესობის დეპუტატი, გურამ ტოროშელიძე.
"ტაო-კლარჯეთიდან არიან სტუმრები ჩამოსული ხუთი დღით და ამდენად ვერ
მოვიცლი", - ამბობს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ირმა
პეტრიაშვილი.
სხვა დეპუტატების პოზიციების მოსასმენად, ქუთაისიპოსტი
მათთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა 14 წევთან მოხერხდა გასაუბრება.
რადგან ნაწილი ადგილზე არ იმყოფება, ხოლო ნაწილი სატელეფონო ზარებს არ
პასუხობს.
ჩვენთან საუბარში არგოს თემასთან გამართულ შეხვედარზე თახმობა მხოლოდ
საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ნატო ქათამაძემ და
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ბესიკ ბრგეგაძემ გამოთქვა.
დანარჩენის თქმით, ისინი გადახედავენ კვირის "მუშაობის რეჟიმს" და
ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეძლებენ თუ არა შეხვედარზე
წასვლას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა დეპუტატებს მრგვალი მაგიდის
ფორმატში მოწვევა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ქუთაისის საკრებულოს
აპარატისგან რიგგარეშე სხდომის გამართვის
თხოვნაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
ამავე თემაზე:
"თავხედობა" - არასამთავრობო სექტორის შეფასება ქუთაისის საკრებულოდან
მიღებულ წერილზე
ქუთაისში
კაფე-ბარ "არგოს" სადავო მშენებლობა - დისკუსია (ვიდეო)
გია თევდორაძე - "ნაციონალების" შეცდომით "არგოს" მშენებლობის
გამართლება უშედეგოა
ეს
ჩვენი სკვერია! - აქცია "არგოს" მშენებლობის წინააღმდეგ
ქუთაისში
მასალის გამოყენების პირობები