ახალი ამბები
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის საქმეზე საია სასამართლოს მიმართავს
FaceBook
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიას საქმე, რომელიც სოციალურ ქსელში საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცლებს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამრთლო უწყებას დღეს მიმართვას. არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უწყებათაშორისმა კომიასიამ ჭიღვარიას მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული მასალები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ ჩათვალა.

კომისიამ საიას განაცხადი 13 ივლისს გამართულ სხომაზე განიხილა. მიღებული გადაწყვეტილებით, ვიცე-გუბერნატორის მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ქონდა სარჩევევნო აგიტაციის გაწევას.

საიამ ჭიღვარიას საქმეზე ცეესკოსაც მიმართა, თუმცა, ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, ამ უკანსკნელმა საქმე არ განიხილა.

საიამ შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოში მას შემდეგ შეიტანა, რაც ორგანიზაციას "ქუთაისიპოსტმა" ვიცე-გუბერნატორის მხრიდან საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის თაობაზე აცნობა და და იმის გარკვევა სთხოვა, ნამდვილად ადგილი ქონდა თუ არა საარჩევნო კოდექსის დარღევას.

"საკითხის შესასწავლად მივმართეთ ერთის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე, უწყებათაშორის კომისიას, რომლის მანდატში შედის სწორედ ის უფლებამოსილება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს", - განმარტავს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში საიას საარჩევნო პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი.

საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლი თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისას ადმინიტრაციული რესურსის გამოყენება ითვალისწინებს 2 000 ლარიან ჯარიმას.


ამავე თემაზე:

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა?

იმერეთის ვიცე-გუბერნატორის საკითხზე უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.