ახალი ამბები
ქუთაისში ბენეფიციართა დღის ცენტრი "ვალენტინი“ შესაძლოა დაიხუროს
FaceBook

ბენეფიციართა დღის ცენტრის "ვალენტინი" საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, შესაძლოა დაიხუროს.

ამ თემასთან დაკავშირებით პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" იმერეთის ორგანიზციაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას დღის ცენტრისთვის მატერიალური დახმარების გაწევისკენ მოუწოდეს.

"მივმართავთ ხელუსუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დაუფინანსოს დღის ცენტრს საიჯარო თანხა. მოვუწოდებ მათ, დახემარონ ამ ადამიანებს არა მხოლოდ ერთჯერადად, არამედ დააკმაყოფილონ ისინი შესაბამისი ფართით," - განაცხადა "სახელმწიფო ხალხისთვის" იმერეთის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, კობა ჩიხლაძემ.

შეხვედრას დღის ცენტრის "ვალენტინი" ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.

"დღის ცენტრში თითქმის ყოვედღე ვიკრიბებით, ვაკეთებთ სხვადასხვა ნივთებს. არ მინდა ცენტრი დაიხუროს, რადგან თუ ის ვეღარ იარსებებს, ჩვენ სახლში დავრჩებით,"- განაცხადა ბენეფიციართა დღის ცენტრის "ვალენტინი" პიარ-მენეჯერმა, ნატო კუპატაძემ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ვალენტინა მახათაძეს ერთჯერადი დახმარება უკვე გაეწია "დღის ცენტრებს სახელმწიფო პროგრამაც აფინანსებს. თუ ვალენტინა მახათაძეს არ ყავს ბენეფიციარები, თავისთავასდ დაფინანსებაც ვერ ექნება. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის ასეთ არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში

პაატა ბურჭულაძის პარტიის იმერეთის ორგანიზციაში აცხადებენ, რომ შშმ პირების პრობლემებზე მომუშავე თემტური ჯგუფი უკვე შექმნეს.

ქუთაისში დღის ცენტრი "ვალენტინი" 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამ დროისთვის 8 ბენეფიციარი ჰყავს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.