ახალი ამბები
დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლა ქუთაისში ერთობლივ განცხადებას უერთდება
FaceBook
"დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და იმ რეგიონისთვის, სადაც სკოლა ფუნქციონირებს."

საერთაშორისო სკოლების მიერ თურქეთის კონსულის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა–ლიცეუმიც უერთდება. მას, ასევე, ხელს საქართველოში მოქმედი ხუთი სასწავლო დაწესებულება რუსთავის "შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი", მარნეულის "დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა", თბილისის "ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა", თბილისის სკოლა-ლიცეუმი "სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი "მეგობრობა" აწერენ.

ერთობლივ განცხადებაში სკოლები აცხადებენ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას ემიჯნებიან. ისინი, ასევე, გმობენ მცდელობას გარე პოლიტიკური ძალები მიერ გამოყენებული იყვნენ იარაღად პოლიტიკურ ბრძოლაში. მათი აზრით, სასწავლო ინსტიტუტები გახლავთ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოაზროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.

"ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებსა და ბრალდებებს. ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ-ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება.

20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ "მეგობრობის" მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს," – აღნიშნულია საერთაშორისო სკოლების ერთობლივ განცხადებაში.

დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები მოითხოვენ დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება, აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან და მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.