სამთავრობო ინიციატივისთვის 100 მილიონამდე დოლარი დაიხარჯება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ ქალაქსა და
სოფელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ექნება.
სამთავრობო გეგმა "ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების
სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
სახელმწიფო ინიციატივა კერძო სექტორს არ დააზარალებს. მისივე
ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია ის ადგილები, სადაც სახელმწიფოსა
და კერძო კომპანიების ინტერესები არ გადაიკვეთება.
იქ, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის
გამართვას ფონდი "ქართუ" უზრუნველყოფს.
პროექტს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
სააგენტოს მიერ დაფუძნებული კომპანია "OpenNet" განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები