ცვალებადი ამინდები 19 - 24 ივლისამდეა მოსალოდნელი
საქართველოს "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით, დასავლეთ
საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა და ცვალებადი ამინდია
მოსალოდნელი.
"იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ხოლო ჰაერის
ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება," - პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები.
მათივე ინფორმაციით, ცვალებადი ამინდები 19 - 24 ივლისამდე
შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირის ბოლომდე დასვალეთის მსგავსად,
არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.
მასალის გამოყენების პირობები