ქუთაისის მერია ჩანჩიბაძის ქუჩის გზის კეთილმოწყობას გეგმავს.
ამ მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა 26 639 ლარის ღირებულების
ელექტრონულ ტენდერს აცხადებს, სადაც წინადადების მიღება 29 ივლისს
დაიწყება და 3 აგვისტომდე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია
ვალდებულია ჩანჩიბაძის ქუჩის მე-2 ჩიხის გზის ბეტონის საფარით
მოწყობა, ხელშეკრულების დადებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის
ვადაში განახორციელოს.
ქუთაისის მერია მიმდინარე წელს, ჩანჩიბაძის ქუჩის გარდა, ქალაქის
მასშტაბით სხვადასხვა
ქუჩების რეაბილიტაციასაც გეგმავს. რომლისთვის
რეგიონალური განვითარების ფონდიდან 7 854 434 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები