შს სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის
რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და
საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი
პუნქტებიდან,
სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების
მიზნით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია.
თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრომ საზღვრები გუშინ ჩაკეტა.
15 ივნისს, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობას
ჰქონდა ადგილი.
აჯანყებულმა სამხედროებმა ანკარაში პარლამენტის შენობას ბომბები
დაუშინეს. შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. აჯანყების შედეგად,
დაღუპულია 90 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 1154 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ხელისუფლება აცხადებს, რომ სიტუაცია უკვე
ექვემდებარება კონტროლს.
მასალის გამოყენების პირობები