გვერდი
ქართულის გარდა, ინგლისურ და რუსულ ენებზეა თარგმინილი
ქუთაისით დაინტერესებულ ვიზიტორებს, ამიერიდან ქალაქის
ტურისტულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება,
სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით შეეძლებთ. ტურისტებისთვის ეს
სერვისი ხელმისაწვდომი ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურმა
გახადა.
"
kutaisi.travel.ge"-ზე
ქალაქში ყველა მნიშვნელოვან ობიექტზეა ინფორმაცია განთავსებული. მათ
შორის განსაკუთრებული აქცენტი ტურისტებისთვის საინტერესო და მიმზიდველ
ადგილებზე
გაკეთდა.
ვებ-გვერდის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში გაიმართა.
"აქ განთავსებულია ინფორმაცია, ქალაქის ტურისტული ატრაქციების,
კვების, ტრანსპორტირებისა და დაბინავების შესახებ",-განაცხადა მერიის
ეკონომიკური სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.
გვერდი ქართულის გარდა, რუსულ და ინგლისურ ენებზეა თარგმნილი, რაც
უფრო მეტ ტურისტს აძლევს ქალაქზე ინფორმაციის მიღების
შესაძლებლობას.
მასალის გამოყენების პირობები