იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიას მიერ სამუშაო საათებში
წინასაარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის
საკითხზე დღეს საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი
უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს.
უწყებამ ჭიღვარიას მიერ სოციალური ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე
გაზიარებული მასალების კანონშესაბამისობა უნდა დაადგინოს.
ვიცე-გუბერნატორის მიერ საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და საარჩევნო
კოდექსის შესაძლო დარღვევის თაობაზე კომისიას "საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციამ" მიმართა.
საიამ შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის კომისიაში მას შემდეგ
შეიტანა, რაც ორგანიზაციას "ქუთაისიპოსტმა" ვიცე-გუბერნატორის მხრიდან
საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის თაობაზე აცნობა და და იმის
გარკვევა სთხოვა, ნამდვილად ადგილი ქონდა თუ არა საარჩევნო კოდექსის
დარღევას.
"საკითხის შესასწავლად მივმართეთ ერთის მხრივ საარჩევნო
ადმინისტრაციას, ასევე, უწყებათაშორის კომისიას, რომლის მანდატში
შედის სწორედ ის უფლებამოსილება, რომელიც ითვალისწინებს საჯარო
მოხელეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს", - განმარტავს
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში საიას საარჩევნო პროექტის კოორდინატორი,
ირმა პავლიაშვილი.
იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი ჭირვარია
სოციალურ ქსლეში, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, საარჩევნო აგიატაციის
შემცველ მასალებს სამუშაო საათებში აზიარებს.
სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საჯარო მოხელეებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის
მიხედვით, წინასაარჩენო აგიტაციის გაწევის ან აგიტაციაში მონაწილების
უფლება არ აქვთ სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი
უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
"მოცემულ შემთხვევაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
გიორგი ჭიღვარია სოციალური ქსელის (facebook) საშუალებით, სამუშაო
საათების განმავლობაში სავარაუდოდ ეწეოდა წინასაარჩევნო
აგიატაციას.
შესაბამისად, გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოთ
განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოება და მოახდინოთ შესაბამისი
სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია საიას განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლი თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციისა და
კამპანიისას ადმინიტრაციული რესურსის გამოყენება ითვალისწინებს 2 000
ლარიან ჯარიმას.
მასალის გამოყენების პირობები