ახალი ამბები
იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სამუშაო საათებში წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა?
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი ჭიღვარია სოციალურ ქსელში, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციის შემცველ მასალებს აზიარებს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სიბიექტის და კანდიდატის მხარდასაჭერან ან საწინააღმდეგოდ. აგრეთვე ნებისმიერი საჯარო ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის რჩევანს ან რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის წინასაარჩევნო ღონისძიებების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩენო აგიტაციის გაწევის ან აგიტაციაში მონაწილების უფლება არ აქვთ სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

ასევე, საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონდე პირს, რომელსაც უკავია თანამდებობა სახელმწიფო ან ადგილობრივი ხეისუფლების ორგანოში, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომაროების გამოყენება. რაც გულისხმობს აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.




"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვვეაში შესაძლოა ადგილი ქონდეს კანონის დარღვევას.

იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია ამავდროულად "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, ის ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანიდადატად მოიზრება.

მის მიერ სოციალურ ქსელში საარჩევნო აგიტაციის შესაძლო გაწევის საკითხზე, სიას მიმართვის საფუძველზე, დღეს უწყებათაშორისი კომისია იმსჯელებს.

აღნიშნული 13 წევრიანი კომისია საჯარო მოხელეები მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღევევის გამოვლენის შემთხვევაში რეაგირების მიზნით ივნისის ბოლოს შეიქმნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.