სტუდენტთა საგრანტო გამოცდის ტესტში შეცდომები აღმოაჩინეს.
პედაგოგი ნინო გაბრიჭიძე, რომელიც ამავე დროს ზოგადი უნარების
რეპეტიტორია, იმ შეცდომებზე მიუთითებს, რომელიც მისი თქმით,
გამოცდების ტესტებს ხშირად ახლავს.
ის აღნიშნავს, რომ გრამატიკული შეცდომები ლოგიკურ გაუმართაობას იწვევს
და ადამიანი, ვინც ერკვევა ე.წ ლოგიკის კანონებში ამ დროს იბნევა.
"ის ვინც ხსნის ასეთ ამოცანას, იძულებულია ტესტის შემდგენელის
შეცდომას მიხვდეს და ეს, რა თქმა უნდა, ამოხსნის პროცესს ართულებს.
მაშინ როცა აბიტურიენტებს მკაცრად თხოვენ სალიტერატურო ენის ნორმების
დაცვას, ტესტში ასეთ შეცდომებს არ უნდა ვხვდებოდეთ"– ამბობს
მათემატიკის მასწავლებელი, ნინო გაბრიჭიძე.
ამის საილუსტრაციოდ პედაგოგს მაგალითები მოყავს. ის ამბობს, რომ
საგრანტო გამოცდის ტესტში #22 ამოცანის (გ) პასუხში "არცერთი დავალება
არ იყო ისეთი, რომელზეც ყველა სტუდენტს სწორი პასუხი ჰქონდა გაცემული"
არასწორდაა მოყვანილი და მის ნაცვლად უნდა იყოს "არცერთი დავალება იყო
ისეთი, რომელზეც ყველა სტუდენტს სწორი პასუხი ჰქონდა გაცემული" - აქ
ზედმეტია "არ"– ამბობს ნინო გაბრიჭიძე.
პედაგოგი მეორე ამოცანაში არსებულ შეცდომაზეც მიუთითებს, სადაც
პარასკევობის ნაცვლად უნდა იყოს პარასკეობით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში #22 ამოცანაში შეცდომის
არსებობას უარყოფენ. სამაგიეროდ, ადასტურებენ #25 –ში ამოცანაში,
მაგრამ ამბობენ, რომ მსაგვსი ორთოგრაფიული შეცდომა აბიტურიენტს
მაგალითის ამოხსნაში ხელს არ შეუშლის.
მასალის გამოყენების პირობები