ახალი ამბები
"ქუთაისქალაქობის" დღესასწაულზე თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი დაუკრავს
FaceBook
2 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულის “გვირილობის" აღსანიშნავად, ქალაქში, ღია ცის ქვეშ, გალაკონცერტი გაიმართება.

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვის [SMP250001072] დოკუმენტის მიხედვით, კონცერტში მონაწილეობას ა(ა)იპ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ და თათია მოსეშვილი (DJ TATULI) მიიღებენ. 

აღნიშნული მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან  31 000 ლარი დაიხარჯება.

"ღია ცის ქვეშ გამართულ გალაკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ა(ა)იპ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ (დირექტორი კახი მარკოზაშვილი) და თათია მოსეშვილი (DJ TATULI). მათი ექსკლუზიური უფლებამოსილება დადგინდა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე",- წერია გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტში.

ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი დღესასწაულის “გვირილობის“, იგივე "ორმაისობის" აღსანიშნავად მზადება დაიწყო.

პირველი სახელმწიფო შესყიდვა [NAT250006656] „ქუთაისობა 2025“-ის ღონისძიებების ორგანიზებაზეა გამოცხადებული, რომლისთვისაც 107 100 ლარია განსაზღვრული.

მერიას მეორე ტენდერი [NAT250006658] ღონისძიების საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურითა და მხატვრული განათებით მომსახურების შესყიდვაზე აქვს გამოცხადებული, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 32 200 ლარია.

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია, რომლის აღნიშვნაც ქალაქში 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა

ფოტო: ქუთაისი • Kutaisi 


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ "ორმაისობისთვის" მზადება დაიწყო - გამოცხადებულია 140 000-მდე ლარის ტენდერები

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13:27 / 24.04.2025
"ჯორჯიან მანგანეზმა"  თანამშრომლების  დათხოვნა დაიწყო.
ქუთაისში მოსახლეობა ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის
მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვს.
12:00 / 24.04.2025
ქუთაისში მოსახლეობა ქუთაისიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით სწრაფი მატარებლების დანიშვნას ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.