ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ამირან ხვადაგიანმა
თანამდებობა დღეს დატოვა.
ხვადაგიანმა ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტზე უარი მას შემდეგ თქვა
რაც პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის ორგანიზაციის
ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამ პოზიციაზე ხვადაგიანი დღეს, პარტიის ლიდერმა,
პაატა ბურჭულაძემ წარადგინა და განმარტა, რომ ის ღირსეული
კანდიდატია.
ამირან ხვადაგიანის თქმით, ამ ეტაპზე ბოტანიკური ბაღის დირექტორად
არავინ არ არის წარდგენილი და თანამდებობა ვაკანტურია.
"დარწმუნებული ვარ, ქალაქის ხელისუფლება ღირსეულ ადამიანს შეარჩევს,"-
განმარტა ამირან ხვადაგიანმა.
ყოფილი "ნაციონალი" ამირან ხვადაგიანი ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარე 7 წელი გახლდათ, ხოლო თანამდებობიდან წასვლის შემდეგ,
2012 წლიდან ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციას ამ დრომდე
იკავებდა.
მასალის გამოყენების პირობები