"არქივის
შენობას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისათვის"
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ქუთაისში ცენტრალური
არქივის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
მინისტრის განცხადებით, შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
მოეწყობა და მას უდიდესი მიშვნელობა ექნება რეგიონისთვის.
"არქივის შენობას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისათვის, რადგან აქ
იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის დოკუმენტების ფონდი
იქნება შექმნილი," - განმარტა თეა წულუკიანმა.
ცენტრალური არქივის მშენებლობა წულუკიანთან ერთდ ქუთაისის მერმა შოთა
მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიინაძემ დაათვალიერეს.
ქუთაისში ცენტრალური არქივის შენობა იუსტიციის სამინისტროს
ინიციატივით შენდება.
მშენებლობის პროცესი 2015 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.
არქივის მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა
დასრულდეს.
არქივის შენობის საერთო ფართი 4030 კვ. მეტრი იქნება, დოკუმენტების
საცავებს კი – 2805 კვ. მეტრი დაეთმობა. შენობა კონდიცირების,
ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით იქნება
აღჭურვილი.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის წერილობითი დოკუმენტების ფონდების ერთ მილიონამდე საქმე
განთავსდება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება
დაცული.
სამშენებლო სამუშაოებს 4 მილიონ ლარად კომპანია შპს "საბა
კონსტრაქშენი" ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები