ვანის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებს ებრძვის.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე სულორის კალაპოტში
დაბრუნებას, რამდენიმე დღე დასჭირდება. ვანის გამგეობაში აცხადებენ,
რომ ამის შემდეგ დაიწყება დანგრეული საავტომობილო გზის აღდგენითი
სამუშაოები.
"მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარის
გადაგდების სამუშაოები, რის შემდეგაც
სრულად აღვადგენთ საავტომობილო გზას",- აცხადებენ
მუნიციპალიტეტში.
პარალელურ რეჟიმში, მთელი რაიონის მასშტაბით, ინტენსიურად
მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
გამგეობის მობილური ჯგუფები ვანის ყველა სოფელში სტიქიით გამოწვეულ
ზარალს ითვლიან.
უხვი ნალექი ვანში 7 ივლისს მოვიდა, რის შედეგადაც ადიდდა მდინარე
სულორი, ჩამოანგრია საავტომობილო გზა და გარესამყაროს
მოწყვიტა ათეულობით ოჯახი.
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა
მეწყერმა კი ხიდი წაიღო.
მომხდარის გამო ვანი-სულორის გზაზე სატრანსპორტო
მოძრობა აიკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები