2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის ადაპტირებული უბნების რიცხვი
გაიზრდება.
პარლამენტის არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
სრულფასოვანი მონაწილეობის საკითხზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
იმსჯელეს.
ამ დროისთვის 3 634 უბნიდან შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი 1 103
უბანია.
"ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური
საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რათა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს,
მისი ფიზიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ქონდეს თანაბარი წვდომა
საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელების პროცესში.
განვიხილავთ, რომ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბანი იყოს მოწყობილი
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის," - განაცხადა ცესკოს
თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
მასალის გამოყენების პირობები