საქართველოს პრემიერ–მინისტრი იმერეთში სტიქიით დაზარალებულ სოფლებს
ეწვევა.
კვირიკაშვილი იმ რაიონებში ჩავა, რომელიც სტიქიამ ბოლო დღეებში
დააზარალა.
იმერეთში განსაკუთრებით ვანის, ტყიბულის, ბაღდათისა და სამტრედიის
მუნიციპალიტეტები დააზარალა.
მეწყერი ჩამოწვა ტყიბულის რამდენიმე სოფელში და
საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა გამეზარდაშვილების ოჯახი, ხოლო
ვანში ადიდებულმა მდინარემ
ხიდები წაიღო.
მომხდარის გამო,
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა იმერეთის
სამხარეო ადმინისტრაცია.
სტიქიამ სამეგრელოს რეგიონიც დააზარალა.
მასალის გამოყენების პირობები