სტიქიის შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი
ჩამოწვა.
ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანდა სოფელ ნაბოსლევის მეწყერსაშიშ ზონაში
მდებარე გამეზარდაშვილების სახლი, რომელიც გამგეობის ინფორმაციით
აღდგენას აღარ ექვემდებარება.
წვიმასთან ერთად, ძლიერმა ქარმა, სოფლების კურსების, ორპირსა და
ჩოჩხეთში მცხოვრები 7 ოჯახის სახლის სახურავი გადახადა.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქი ტყიბულის ცენტრალურ ნაწილშიც.
დატბორილია გამსახურდიას, ჯავახიშვილისა და ტყვარჩელის ქუჩები. ასევე,
წყლით გაივსო საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიც.
წვიმამ ქალაქის ცენტრში ქვა-ღორღი ჩამოიტანა.
"სტიქიის შემსწვალელი კომისია უკვე მუშაობს და გაწმენდითი სამუშაოები
დაწყებულია", - აცახდებს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესცენტრის
წარმომადგენელი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები