ქუთაისის მერმა საზაფხულო ბაღები დაათვალიერა.
შოთა მურღულიამ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და დამატებითი
სამუშაოსთვის ისინი 50% -იანი დანამატით წაახალისა.
მიმდინარე წლის 27- ივნისიდან 29 - ივლისის ჩათვლით ქუთაისში ორი
მორიგე ბაღი ფუნქციონირებს.
საზაფხულო ჯგუფები ბაგა - ბაღების გაერთიანების N16 (მის. ევდოშვილის
N83) და N25 (მის. ხორავას N8 ) ფილიალებში გაიხსნა.
ორივე მათგანში 400 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ააიპ ქუთაისის ბაგა - ბაღების გაერთიანების ფილიალებში სასწავლო
პროცესი მიმდინარე წლის 24 ივნისს შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები