სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იპოთეკური სესხებით
დაზარალებულთა წერილობითი განცხადება მიმდინარე წლის 7 ივლისს
მიიღეს.
იმერეთის გუბერნიაში მათ მოთხოვნებს უპასუხეს.
"ჩვენ შევისწავლით იპოთეკით დაზარალებულთა მდგომარეობას და მიღებულ
ინფორმაციას მივაწვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ადმინისტრაციას,"–აცხადებენ იმერეთის გუბერნიაში.
ქუთაისში იპოთეკური სესხებით დაზარალებულებმა მერიის ადმინისტრაციული
შენობის წინ
აქცია გამართეს.
მათ "ქართულ ოცნებას " ოთხი წლის წინ გაცემული დაპირება,
დაბალპროცენტიანი სესხების შემოღების თაობაზე შეახსენეს.
პრობლემის მოგვარების მიზნით, იპოთეკით დაზარალებულებმა იმერეთის
გუბერნიას მთავრობასთან შუამავლობისკენ მოუწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები