ძლიერი წვიმის შედეგად საირმე–ბაღდათის საავტომობილო გზაზე მეწყერი
ჩამოწვა.
სტიქიამ მიმდინარე წლის 4 ივლისს საღამოს საათებში დაიწყო, რის
შედეგადაც კურორტი გარე სამყაროს მოწყდა.
საავტომობილო გზა მეწყრის შედეგად მოგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა.
დამსვენებლები და ვიზიტორები საირმიდან ბაღდათის მიმართულებით
გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
ბაღდათის გამგეობაში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები მთელი
ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ღამის 2 საათზე ადგილზე ვიმყოფებოდით და სამაშველო ჯგუფი გზის
გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. მოძრაობა მალევე აღდგა. ამ
დროისთვის ბაღდათი–საირმის გზაზე არანაირი პრობლემა არ არსებობს," –
განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გელა
მშვილდაძემ.
მასალის გამოყენების პირობები