მიმდინარე წლის 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას 4
საათით შეეზღუდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ქვესადგურ
"მოწამეთაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11-დან 15
საათამდე ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 950 აბონენტს
შეეზღუდება.
დენის მიწოდება გელათის, კიბულას, კლდიაშვილის, ტყიბულის, განათლების
და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს შეუწყდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლების განმარტებით, აბონენტთა
ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკურ
სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის
ქვესადგურში.
მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების
დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები