2016 წლის 25 ივნისს, თბილისში პირველად ძალოსნობაში მსოფლიოს
ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო.
ტურნირში 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი მონაწილეობს.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 ძალოსანითაა
(8 მამაკაცი და 4 გოგონა) წარმოდგენილი. ქართველ სპორტსმენთა
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქუთაისელი, მალხაზ
ლომთაძეა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 77 კგ წონით კატეგორიაში ასევე, ქუთაისელი
ძალოსანი, ნოდარ კაკაბაძე ასპარეზობს.
საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული
ფედერაციაა, რომელსაც 2015 წელს საუკეთესო ქართული სპორტული
ფედერაციის ტიტული მიენიჭა.
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის, ინფორმაციით,
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატი სხვა ტურნირებისგან
გამორჩეულია. მისივე თქმით, ასპარეზობაში გამარჯვებულებს ორიგინალური
თასები გადაეცემათ, რომლებიც 40 მილიონი წლის წინანდელი ხისგან
დაამზადეს.
ასევე, ჩემპიონატის სტუმრები ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე ქართული
კერძებს დაამზადებენ და დააგემოვნებენ.
ტურნირის დაწყებამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია თბილისში
მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს.
ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარე წლის 2
ივლისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები