სასმელი წყლის მიწოდება ნიკეას ქუჩის რამდენიმე კორპუსს და ორ
ბაგა-ბაღს შეუწყდა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მოსახლეობას სასმელი წყალი ცისტერნებით
მიუტანეს. ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობენ, რომ პრობლემა
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
"ნიკეას ქუჩის უმეტეს ნაწილს უკვე აღუდგა წყლის მიწოდება. სამუშაოები
ამ წუთისათვისაც მიმდინარეობს, რათა მოხდეს დანარჩენი ნაწილისათვის
სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდება", - აცხადებენ ნიკეას
ადმინისტრაციულ ერთეულში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება ნიკეას ქუჩის
რამდენიმე კორპუსსა და ორ ბაგა-ბაღს (#18, # 31) შეუწყდა.
საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყლის
მიწოდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის
გამო არ ხდება.
"კომპანიის მხრიდან აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულებისთანავე მიმდინარე წლის 23 ივნისის საღამოს
საათებში ან 24 ივნისის დილიდან წყლის მიწოდება აღდგება," – განმარტეს
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრესსამსახურში.
ნიკეას უბნის მოსახლეობის განცხადებით, ისინი კორპუსების ეზოებში
არსებული
არტეზიული ჭებით მორიგეობით სარგებლობენ. თუმცა,
მათივე განმარტებით, წყალი სასმელად უვარგისია.
მასალის გამოყენების პირობები