ახალი ამბები
TI - იმერეთის 4 მუნიციპალიტეტში სახელფასო ხარჯებში დარღვევები ფიქსირდება
FaceBook

ორგანიზაციის კვლევაში ტყიბულის, ვანის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები მოხვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე კვლევას აქვეყნებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი მე-3 ქვეპუნქტის თანახმად, "გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს."

არასამთავრობო ორგანიზაციამ კანონის ამ მოთხოვნაზე კვლევა ქვეყნის 27 მუნიციპალიტეტში განახორციელა.

მათ შორის იმერეთის რეგიონიდან ტყიბულის, ვანის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები მოხვდნენ.

"ტყიბულის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.28 %-ია (შრომის ანაზღაურება 1 349 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 5 338 800 ლარი). ვანის მუნიციპალიტეტში შრომის ანზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 27.77 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 619 000 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები - 5 829 000 ლარი). საჩხერის მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 26.85 %-ია (შრომის ანაზღაურება - 2 133 900 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები 7 944 600 ლარი). ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული თანხა საბიუჯეტო ხარჯების 25.93 %-ია (შრომის ანაზღაურება - 1 648 100 ლარი, ბიუჯეტით გათვალისწინებული ხაჯრები 6 355 100 ლარი)", – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება და შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებული ხარჯები შესაბამისობაში მოიყვანონ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 156-ე მუხლით დადგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების და შრომის ანაზღაურების 25%-იან ზღვართან.

ასევე, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადაანაწილონ.

როგორ აფასებენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს და აპირებენ თუ არა ისინი გაითვალისწინონ ორგანიზაციის რეკომენდაციები, "ქუთაისიპოსტი" ამ საკითხზე ვრცელ მასალას დღეს შემოგთავაზებთ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.