ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში არსებული ბიზნეს საწარმოების აღწერას იწყებს. მერიის ეკოომიკური სამსახურის ინიციატივით, მოხდება ქალაქში არსებული თითოეული მაღაზიისა თუ ბიზენს ობიექტის შესწავლა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ
პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსაგვსი მონაცემები თუ რამდენი ბიზნეს საწარმო ფუნქციონირებს ქალაქში არ არსებობს, რაც ძალიან ცუდია ქალაქის ეკონომიკური განვითარების კუთხით. მურღულიამ განმარტა, რომ ბიზნესის შესწავლის მთავარი მიზანი იმ პრობლემების შესწავლაა, რომელიც ბიზნეს შესაძლოა ქონდეს.
"ნამდვილად გვჭირდება შიდა სტატისტიკა გვქონდეს და ვიცოდეთ ქალაქში რამდენი სამუშაო ადგილია. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდეთ, საით ვითარდება ბიზნესი და რა ხელშეწყობა სჭირდება მას. დღემდე არ გვქონდა ბაზა რა ბიზნესი მოქმედებს, რა მიმართულებით და რა არის მათი მთავარი დატვირთვა," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერია ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შესწავლას ხვალიდან იწყებს. აღნიშნული კვლევის მიხედვით, წარმოდგენილი იქნება ანკეტა, სადაც კვლევაში მონაწილეებს შეეძლებათ პასუხების გაცემა. მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ანკეტაში წარმოდგენილი კითხვარების შერჩევა ბიზნესობიექტების შესაბამისად მოხდა. საშაულოდ, კი ანკეტაში 6-დან 18 შეკითხვამდე იქნება.
აღნიშნულ კვლევას ქუთაისის მერიის საბინაო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, ტერიტორიული მართვის ერთეულების წარმომადგენლები ჩაატარებენ.
შოთა მურღულიას განმარტებით, კვლევის შედეგები დაახლოებით ორ თვეში იქნება.
"კვლევის შედეგების საფუძველზე განზოგადებული სახით დამუშავებული იქნება ბიზნეს წრეების მხრიდან შემოთავაზებული წინადადებები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მომზადდება ანალიზი და დაისახება კონკრეტული მხარდამჭერი ღონისძიებები. კვლევის პროცესი ასევე, ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების წარმომადგენლების მეტ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის პროცესში," - განმარტა ქუთაისის მერიის ეკონომიკუირ განვითარების სამსახურის უფროსმა.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები