ზვიად პატარიძემ ფინალში რუსი ნიკოლაი იზმაილოვი 5:0 დაამარცხა.
ქუთაისელი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად
პატარიძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
მიმდინარე წლის 21–26 ივნისს ბუქარესტში, ახალგაზრდულ ევროპის
ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა
2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზვიად პატარიძე ტურნირზე 120 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან
ფინალში რუსი ნიკოლაი იზმაილოვი 5:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის
ტიტული ახალგზრდებში მესამედ მოიპოვა.
2016 წლის თებერვალში ქუთაისელმა მოჭიდავე ავსტრიის რიგით მე-6 ღია
პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ზვიად პატარიძე ქუთაისის მერიამ გასული
წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. წლის
საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი ერგო ელგუჯა მარუაშვილს, რომელიც
სპორტსმენის მწვრთნელი გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები