ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
შეიზღუდება.
მიმიდნარე წლის 21 ივნისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და მასში შემავალ
12 სოფელში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დენის მიწოდება
შეწყდება.
ელექტროენერგია ქალაქ წყალტუბოს, თერნალის, გვიშტიბის, პირველი
წყალტუბოს, გუბისწყალის, გუმბრას, გუმბრინის, ჩუნეშის, ქვილიშორის,
ცხუნკურის, ყუმისთავისა და ხომულის 9 000 აბონენტს გაეთიშება.
"მაღალი ძაბვის ქვესადგურში "წყალტუბო-110" დაგეგმილი სარეაბილიტაციო
სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გაუმჯობესდება ქსელის
ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა," - ამბობენ
კომპანია "ენერგოპრო ჯორჯიაში."
მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 21 ივნისს
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
დენის მიწოდება აბონენტებს სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ
რეჟიმში აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები