აქციაში ჩართვის მსურველები ვებ-გვერდს
cheminabiji.com
უნდა ეწვიონ.
საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით ახალი კამპანია დღეს დაიწყო.
"ჩემი ნაბიჯი" საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით დაწყებული
აქციის "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში
გრძელდება.
კამპანიის მომდევნო ნაბიჯი სოცილურ ქსელ facebook - ში საგზაო
უსაფრთხოების დაცვის შესახებ გზავნილების გაზიარებას გულისხმობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მიზანი საქართველოში საგზაო
მოძრაობის წესების დაცვის გაუმჯობესებაა.
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავგათ ეს პატარა, სწორი ნაბიჯები.
დავიწყოთ თუნდაც ძალიან მარტივით: გზის დათმობით, ღვედის შეკვრით,
ზებრა გადასასვლელზე გადასვლით და ასე ნაბიჯ–ნაბიჯ მივაღწიოთ საბოლოო
მიზანს," - ამბობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში მოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
"თუ შენ მზად ხარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, გააგებინე ეს ყველას შენ
გარშემო. გამოაქვეყნე ფოტო facebook -ზე და გადადგი პირველი
ნაბიჯი, შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. დააჭირეთ ღილაკს
"ავტორიზაცია ფაცებოოკ - ით და მოარგეთ თქვენ პროფილის ფოტოს
სპეციალურად შექმნილი დიზაინი," - ნათქვამია შს მიერ გამოქვეყნებულ
ინფორმაციაში.
აქციაში ჩართვის მსურველები ამ მისამართს უნდა ეწვიონ:
cheminabiji.com
მასალის გამოყენების პირობები