გამოძიება საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის მუხლით
მიმდინარეობს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე რუსეთის
ფედერაციის ორი მოქალაქე ბათუმში დააკავეს.
"შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს
(ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები -
1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ
მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო
გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს
სახელმწიფო საზღვარი"- აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროში.
გამოძიება საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს
სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი
სამმართველო იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები