გამოფენა მიზნად ვიდეოისნტალაციის პოპულარიზებას ისახავს.
ხელოვნება "თხრობის გარეშე", საგზაო ნიშნების "ფარული ენერგია" და
"ზეწარი", როგორც ინსპირაციის წყარო.
მარავალფეროვანი გზავნილებით ფოტოებისა და ვიდეოინსტალაციების ნაზავი,
თანამედროვე მხატვრებმა დამთვალიერებლებს ქუთაისში შესთავაზეს.
პროექტი "აქტუალური გზავნილი" დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის
სახვითი ხელოვნების გალერეაში შედგა.
თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების ფორმატში შექმნილ ვიდეო
ნამუშევრებში ავტორებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული
იდეები ჩადეს.
"აქ ჩემი ნამუშევრების ნაწილია წარმოდგენილი. ერთ-ერთ ინსტალაციაში,
რომელიც ჩამოვიტანე, წყვილის ურთიერთობაა ასახული და ის მხოლოდ მათი
ხელებითაა გამოხატული. ვიდეო ინსტალაცია არის საკმაოდ ცნობილი მეთოდი,
რომელსაც სხვადასხვა ფორმით იყენებენ ნამუშევრების
წარმოსადგენად",-ამბობს მხატვარი, როკო ირემაშვილი.
ზეწარი გახდა ინსპირაციის წაყრო სოფო ჩერქეზიშვილისთვის, რომელმაც
გამოფენაზე სამი ნამუშევარი წარმოადგინა.
"რატომ არის შავი ზღვა მარილიანი? ეს იყო დიდი პროექტი, რომლის
ნაწილიც არის დღევანდელი გამოფენა. დავიწყე ზეწრის იდეით, რომელიც იყო
წყალში და შემდეგ წარმოვიდგინე როგორი იქნებოდა ის სხვადასხვა ფორმით,
სხვადასხვა გარემოში და შევქმენი რამდენიმე ფოტო ამ ერთი იდეიდან", -
ამბობს მხატვარი, სოფიო ჩერქეზიშვილი.
პროექტში "აქტუალური გზავნილი", რომელიც ვიდეოარტის, როგორც ახალი
მედიუმის პოპულარიზებას ისახავს მიზნად, ცნობილ მხატვრებთან ერთად
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებიც
იღებდნენ მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები