ახალი ამბები
არსებული ნარკოპოლიტიკით ნარკომანიის პრობლემა უფრო იზრდება - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში აქცია "ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" გაიმართა.

ორგანიზატორმა "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" და სხვა აქტივისტებმა ღონისძიება, სიმბოლურად 17 ივნისს, ქუთაისში მცხოვრები, ლევან აბზიანიძის გარდაცვალების დღეს დაამთხვიეს.

მოძრაობის წევრების განმარტებით, მათი მიზანი იყო ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ მოქმედი ნარკოპოლიტიკის ძალადობრივი შედეგი.

"სახელმწიფოს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას უამრავი ადამიანის თავისუფლება, მომავალი და სიცოცხლეც შეეწირა. მათ შორის იყო ლევან აბზიანიძე, რომელსაც 2015 წლის 17 ივნისს, ქუთაისის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში სამი აბი შარდმდენი პრეპარატი იძულებით დაალევინეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. აქცია მიმართულია ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ," - აღნიშნულია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მიგვაჩნია, რომ საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აუცილებელია ამგვარი აქციის სწორედ ახლა, არჩევნების წინ ჩატარება, რადგან დღეს თანამდებობაზე მყოფი პირები წინასაარჩევნოდ ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციას პირდებოდნენ ამომრჩეველს. არჩევნების შემდეგ კი, ნარკოტიკების მომხმარებლების დევნამ, კიდევ უფრო ფართო მასშტაბი და არაჰუმანური ფორმები შეიძინა, ამიტომ ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლითაც ხელისუფალთ მათი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები უნდა შევახსენოთ,"- აღნიშნავენ აქციის წევრები.

სახელმწიფო წლებია ახორციელებს აღნიშნულ ნარკოპოლიტიკას, ღონისძიების მონაწილენი ამის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.

"ამ პოლიტიკით, რაც სახელმწიფოს გააჩნია, პრობლემა არ გვარდება, პირიქით, უფრო და უფრო იზრდება. 2012 წლის მონაცემით, თუ იყო 40 000-მდე ინექციური მომხმარებელი, ბოლო კვლევით მათი რიცხვი გაზრდილია 50 000-მდე. მიუხედავად ამ რეპრესიებისა, მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, ჯანმრთელობა უარესდება, ინფექციები იმატებს. ზარალდება ყველა. ერთადერთი მიზეზი ამ გზის გაგრძელებისა არის ის, რომ ეს პოლიტიკა ადამიანების კონტროლის მექანიზმია. ანუ სახელმწიფოს რაც მეტი ადამიანი ეყოლება დაჯარიმებული და პირობით სასჯელზე მყოფი, მით უფრო იოლია მათი მართვა და ზეწოლა", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "რუბიკონის" წარმომადგენელი, ზაზა ქარჩხაძე.

აქციაზე იმყოფებოდა გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის შვილი ლაშა აბზიანიძე. მისი ინფორმაციით, მეორე ექსპერტიზის პასუხი, რომელსაც ოჯახი თითქმის ერთი წელია ელოდება, ერთ კვირაში უნდა მიიღონ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.