აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის დაარსებიდან 25 წელი
გავიდა.
ამ იუბილის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
შეიკრიბნენ.
"აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ერთ–ერთი წარმატებული კათედრაა,
რადგან აქ მაღალი დონის სპეციალისტები, მათ შორის მოწვეულები
ლექტორები ასწავლიან და ამასთანავე, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ
აღმოსავლეთის ქვეყნებში გაიარონ სტაჟირება,"–ამბობს აღმოსავლეთმცოდნე,
გურამ ჩიქოვანი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის
თქმით, ახალგაზრდების დაინტერესება ამ მიმართულებით შესამჩნევია.
მისივე განმარტებით, ეს ტენდენცია საქართველოს ირანულ და არაბულ
სამყაროსთან ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება.
"ამ 25 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებული ნაბიჯები გადადგა
დეპარტამენტმა," –აღნიშნა გიორგი ღავთაძემ.
აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტს იუბილე საქართველოში ირანის
ისლამური რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, მოჯთაბა
ქამრანფარდიმ მიულოცა.
"მხარს ვუჭერთ და მაქსიმალურად ვცდილობთ საინტერესო გავხადოთ ენის
სწავლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში,"–ამბობს მოჯთაბა
ქამრანფარდი.
აღმოსავლური კათედრა წერეთლის უნივერსიტეტში 1991 წელს დაარსდა.
მასალის გამოყენების პირობები