ფილმში იმერეთის რეგიონიდან ქუთაისი, გელათი, მოწამეთა და კაცხის
სვეტი იქნება წარმოდგენილი.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეკომპანია France 5
საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.
შემოქმედებითი ჯგუფი გადაღებებს მიმდინარე წლის 25 მაისიდან 5
ივნისამდე აწარმოებდა.
დოკუმენტურ ფილმში იმერეთის რეგიონიდან ქუთაისი, გელათი, მოწამეთა და
კაცხის სვეტი იქნება წარმოდგენილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე
"ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, რომ გადაღებები საქართველოს
ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს, დაცულ ტერიტორიებს,
ეროვნულ პარკებს, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას
მოიცავდა.
"მეხუთე არხის დოკუმენტური სერიების - "ღია ცის ქვეშ" ფარგლებში
მომზადდება 52 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს
ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს მიეძღვნება," - ამბობს
ჩოგოვაძე.
საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით
განხორციელდა.
შემოქმედებითი ჯგუფი გადაღებებისთვის, ასევე სამცხე-ჯავახეთს, აჭარას,
სამეგრელოს, სვანეთს, შიდა ქართლსა და კახეთს ეწვია.
მასალის გამოყენების პირობები